ღია გაკვეთილები და ღონისძიებები

Tuesday, April 28, 2015

,, შობიდან გაზაფხულამდე" ინგლისურენოვანი ღონისძიება მე-3 - მე-4 კლასებში. პედაგოგი:მერი მამისთვალვი

2015 წლის 13 მარტს მე-3ა და მე-4ბ კლასებში ჩატარდა ინგლისურენოვანი ღონისძიება სახელწოდებით ,,შობიდან გაზაფხულამდე"   ,, From Christmas to Spring"
 ღონისძიების მიზანი იყო ინგლისური ენის სწავლების ხარისხის ამაღლება, მოზარდებში ლექსიკური მარაგის გაღრმავება და სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარება. მოსწავლეებმა საოცარი მონდომებით გამოავლინეს შემოქმედებითი პოტენციალი, მდიდარი ლექსიკური მარაგის გამოყენებით.
 ღონისძიების მზადების დაწყებით ეტაპზე მოსწავლეთა ინიციატივით შეიქმნა თვალსაჩინო მასალა - ნახატების სახით, შეირჩა მუსიკალური კომპოზიციები, ცეკვები, სიმღერები, შეიქმნა კედლის გაზეთები, სადაც განათავსეს შობის და გაზაფხულის ამსახველი მასალები.
 მოსწავლეების მიერ წარმოდგენილმა სიმღერებმა, ლექსებმა და ცეკვებმა დამსწრე აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა. სკოლის დირექტორმა ქალბატონ ლელა  ჯაყელმა მაღალი შეფასება მისცა მოსწავლეთა მიერ მრავალფეროვანი ლექსიკური მარაგის და სამეტყველო უნარ-ჩვევების გამოყენებას და მათ შემოქმედებას.
 შედეგაგ ღონისძიებამ მოსწავლეებს გამოუმუშავათ სცენაზე, ლექსის მხატვრული ფორმით წარმოდგენის უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყო საკუთარი თავის რწმენის გაღრმავებას, მოზარდებს აუმაღლა ინგლისური ენის პოპულარიზაციის გრძნობა და მისი ხარისხიანი სწავლების აუცილებლობა. მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება ლექსიკური მარაგის გამდიდრების ფონზე.
 ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც პედაგოგები ასევე მშობლები.




















Tuesday, April 7, 2015

,,დედის დღე ჩემს სკოლაში“

 2015 წლის 6 მარტს მე-8ბ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული (ქართული, ინგლისური)  ღონისძიება.
პროექტის სათაური ,,დედის დღე ჩემს სკოლაში“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პოსტერები, ბუკლეტები, მისალოცი ბარათები და  ვიდეო კოლაჟი. ქართულ და ინგლისურ ენაზე მილოცვები: ლექსები და  ნაწყვეტები ქართველი და უცხოელი მწერლების შემოქმედებიდან.


პედაგოგები: ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო ნონიაშვილი; ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა დათაშვილი;